საზოგადოება
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ახალციხიდან შეუერთდნენ

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ახალციხიდანაც შეუერთდნენ.

გაეროს გადაწყვეტილებით ეს დღე 1996 წლიდან, 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს მსოფლიოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურების მიმართ პატივისცემასა და დაფასებას, სხვადასხვა ეთნოსების მშვიდობიანი, სოლიდარული და ჰარმონიული თანაცხოვრების მნიშვნელობას, რაც ჩვენი გაზიარებული ღირებულებები და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

საქართველო კულტურული მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, რომელიც გამორჩეულია ეთნიკური წარმომავლობით, კულტურით, მრწამსით და ტრადიციებით განსხვავებული სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ჰარმონიული თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილებით, ურთიერთპატივისცემითა და შემწყნარებლობით.

სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების საფუძველზე იქცა საქართველო ჩვენი მრავალეთნიკური მოსახლეობის სამშობლოდ, რომელიც, ამავდროულად, უზრუნველყოფს მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას.
| Print |