საზოგადოება
ახალციხეში ჩოხოსანთა საზოგადოება დაფუძნდა

დღეს, 18 ნოემბერს, ქალაქ ახალციხეში საპატრიარქოსთან არსებული, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების სადროშო დაფუძნდა. სადროშოს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი გელა ჭალიძე უხელმძღვანელებს.

ჩოხოსანთა საზოგადოებას ახალციხეში 60-მდე წევრი ჰყავს, მათ შორის 6 ქალია. დღესვე, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც სიმბოლურად ჩოხოსანთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

საქართველოში ჩოხოსანთა საზოგადოება უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს შეიქმნა.
| Print |