საზოგადოება
23 ნოემბერს პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
საქართველოს პარლამენტთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 23 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე - „თავისუფლება მიშას“ განაცხადეს.

ორგანიზატორების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული.

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ დღევანდელ აქციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
| Print |