საზოგადოება
ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დასაწესებლად პეტიცია შეიქმნა
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ლექტორმა, ტრენერმა და ქოუჩმა გიორგი კალატოზიშვილმა პეტიცია შექმნა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

"საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მივიჩნევთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეები და მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაცია, უძრავი ქონების შეძენა და მოქალაქეობის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას და კიდევ უფრო მეტად ზრდის რუსეთის გავლენას საქართველოში."
- წერია პეტიციაში.

პეტიციაზე ხელის მოწერა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ვრცლად იხილეთ:https://bit.ly/3TOORAV
| Print |