საზოგადოება
„ლიდერის“ ხორცპროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა - სეს
„ლიდერის“ ხორცპროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე,“
- აღნიშნულია სეს-ის ინფორმაციაში.
| Print |