საზოგადოება
სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეიცვალა

ახალციხის მერიის განცხადებით, განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრება ან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოვლინდა პრიორიტეტები.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში 46 პროექტი უნდა განხორციელდეს, რისთვისაც 612 000 ლარი დაიხარჯება.

დაგეგმილი პროექტები სამ სოფელში - ღრელში, წყრუთსა და ზემო სხვილისში შეიცვალა და მეორე პრიორიტეტად მითითებული საჭიროებები განხორციელდება. სოფელ ღრელში სარწყავი სისტემის ნაცვლად გარე განათება დამონტაჟდება, წყრუთსა და ზემო სხვილისში კი შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტაბატაძის განმარტებით, ცვლილების მიზეზი არასაკმარისი თანხაა.
| Print |