საზოგადოება
სუპერმარკეტებიდან 109 კგ. ვადაგასული ხორცი ამოიღეს
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სუპერმარკეტებიდან 109 კგ. ვადაგასული ხორცი და ხორცპროდუქტები ამოიღეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია შემდეგი სახის ვადაგასული სურსათი: 109 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები; 100 კგ - სხვა მყარი სურსათი; 45 ლიტრი - თხევადი სურსათი; 15 ცალი კვერცხი.

მათივე ცნობით, დაჯარიმდა 35 ბიზნესოპერატორი.
| Print |