საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება(R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში ვარძიის, 9 აპრილის, სააკაძის, დიდიმამიშვილის, საფარის, მარჯანიშვილის, ხაშურის და მიმდებარე ქუჩებზე;

აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საფარა, ანდა, ანდრიაწმინდა, ღრელი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ხორენია, მარტუნი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |