საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 10:42 საათზე, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ეპიცენტრში შესაძლოა ნგრევა გამოეწვია.
| Print |