საზოგადოება
თუ ისრაელში იკრძალება დავითის ტაძარს უნდა უყურებდეს, თუ სხვაგან მაშინ იერუსალიმს - სიმონ ლევიშვილი
რაზე წყდება გული, რატომ ფიქრობს რომ ქვეყანამ წინსწრების 30 საუკეთესო წელი დაკარგა, რას ნიშნავს კარგი შვილი და რატომ მიიჩნევს, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე და ახალციხის სინაგოგის მცველი 8 დეკემბერს გარდაიცვალა. მეცხრე არხმა სიმონ ლევიშვილი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა. 

სიმონ ლევიშვილი ახალციხეში მდებარე, ევროპის ერთ–ერთ უძველეს - 280 წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სინაგოგას 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

ახალციხეში, სინაგოგას და ებრაულ სასაფლაოს, სადაც დაახლოებით 5 ათასამდე ებრაელის სამუდამო სამყოფელია, სიმონ ლევიშვილი 27 წელი უვლიდა. სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისტორიულ სამშობლოში არ დაბრუნდა. 

ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ 1972 წლამდე, ვიდრე ალია (ებრაელთა გასვლა სამშობლოში) დაიწყებოდა, ახალციხეში 3 000 ოჯახი ცხოვრობდა.

2004 წლიდან კი, საქართველოში ყველაზე ძველ, ახალციხის სინაგოგაში, 10 კაცი ვეღარ იკრიბებოდა, რის გამოც რაბათში, 1863 წელს აშენებულ სინაგოგაში ლოცვა იშვიათად ტარდება - მხოლოდ მაშინ, როდესაც სინაგოგას ებრაელი ტურისტები სტუმრობენ.

ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ, სამცხე–ჯავახეთიდან შემოვიდნენ. თუმცა პირველ ცნობებს, ახალციხეში მათი ცხოვრების შესახებ, 400 წლის წინანდელი ებრაელთა სასაფლაო იძლევა. ყველაზე ძველი სასაფლაო 1756 წლით თარიღდება.

სინაგოგის მცველი 1-ლ თებერვალს 70 წლის გახდებოდა. ვრცელ მასალას სიმონ ლევიშვილის შესახებ მეცხრე არხი 13 დეკემბერს შემოგთავაზებთ.
| Print |