საზოგადოება
"ახლა რაც აბასთუმანში ხდება, მსოფლიო და რეგიონული მასშტაბის პროექტია" -რატი იონათამიშვილი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას აბასთუმნის შესახებ, ფრაქცია "ქართული ოცნების " თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ეხმაურება.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ახლა რაც აბასთუმანში ხდება, მსოფლიო და რეგიონული მასშტაბის პროექტია და ეს კვლევა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაკნინებას ემსახურება.

"აღარ იციან რა მოიგონონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება დააკნინონ. ახლა აბასთუმნის პროექტს შეუტიეს, რომელიც თავისი არსით და მნიშვნელობით უნიკალურია ჩვენი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ტურისტული მიზიდულობის იმ წერტილისთვის რაც აბასთუმანში ხდება დღეს. ეს მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის პროექტია თავისი კონცეფციიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად იაქტიურებენ მსგავს საკითხებზე, მით მეტს გაიგებს ჩვენი საზოგადოება მათ შესახებ" - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" აბასთუმანში კორუფციის რისკების შესახებ კვლევა დღეს გამოაქვეყნა.

| Print |