საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტმა საახალწლო მზადება დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტმა საახალწლო მზადება დაიწყო. ორი დღეა რაც ცენტრალურ პარკში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს.

„ახალციხის სერვის ჯგუფის“ დირექტორის, ანზორ საგინაძის ინფორმაციით, ქალაქში საახალწლო სამზადისი ცენტრალურ პარკში ნაძვის ხის დადგმით დაიწყო.

პარალელურად დაიწყება ქუჩების მორთვაც. სამზადისი 25 დეკემბერს, ცენტრალურ პარკში ნაძვის ხის ანთებით და საზეიმო კონცერტით დასრულდება.

2023 წლის შესახვედრად ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის საახალწლო განათების (აქსესუარების) შეძენის უზრუნველყოფაზე ტენდერი დასრულებულია, ტენდერში გამარჯვებული კი შპს "დანდია", რომელიც მუნიციპალიტეტის საახალწლო მორთულობაზე 2017 წლიდან ზრუნავს. ახალციხის მერია ხელშეკრულების მომზადების პროცესშია.

ქალაქის საახალწლოდ მოსართავად ადგილობრივმა მთავრობამ ბიუჯეტი 209,2 ათასი ლარით განსაზღვრა.
| Print |