საზოგადოება
"დემოკრატ მესხთა კავშირმა" ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით, ახალციხეში USAID/Georgia-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ღონისძიება გაიმართა.

პროგრამას USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით UNA Georgia საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

ახალციხესა და ახალქალაქში პროგრამის პარტნიორი დემოკრატ მესხთა კავშირია.

პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

პრეზენტაციას პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების გარდა, რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

| Print |