საზოგადოება
დღეს ზამთრის ბუნიობაა - სურვილების შესრულების ჯადოსნური ღამე
21 დეკემბრის ღამეს 22 დეკემბრის ჩათვლით, მოხდება ზამთრის მზის ბუნიაობა, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მზის შემობრუნება. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ახალი წელი ამ დროს მოდის.

ზამთრის ყოველწლიური ბუნიობის დროს მზე სამხრეთისკენ 23,5 გრადუსით იხრება. ამ დროს ჩრდილოეთის პოლუსი 23,5 გრადუსით შორს არის მზისგან და ყველაზე ნაკლებ სხივებს იღებს.

დეკემბრის ბუნიობისას, მზე ჰორიზონტთან ყველაზე ახლოსაა, რაც დღის სიმოკლეს და ღამის ხანგრძლივობას განაპირობებს. წლის ყველაზე მოკლე დღე 7 საათს, 49 წუთს და 41 წამს გრძელდება.
ზამთრის ბუნიობის შემდეგ დღის ხანგრძლივობა იზრდება მანამ, სანამ ივნისის ბუნიობა დადგება.

ძლიერი ენერგია, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოვრების ყველა სფეროს უკეთესობისკენ შეცვლას, 21 დეკემბრის ღამით და 22 დეკემბერს მოდის.

21 დეკემბრისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ყველა წყენისგან განთავისუფლდეთ და მიზანშეწონილია, ყველა სესხის დაფარვა.

ასევე 21-დან 22-ე ღამე სურვილების შესრულების ჯადოსნური ღამეა.
21 დეკემბრის საღამოს აუცილებლად დაწერეთ ფურცელზე ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილები მომავალი წლისთვის!

ეს საუკეთესო დროა ლოცვების, მედიტაციისა და ენერგეტიკული პრაქტიკისთვის. გამოიყენეთ იგი და ეს შესანიშნავ შედეგებს მოიტანს.

ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღებით აკონტროლოთ თქვენი ემოციები, აზრები, შეინარჩუნეთ ბალანსი.

21-22 დეკემბრის ღამით, კარგი იქნება, სანამ საწოლში დაწვებით გონებაში ჩამოაყალიბოთ მომავალი წლის სურვილები, რაც გინდათ მოგიტანოთ მომავალმა წელმა და ამის შემდეგ დაიძინოთ.

ამის გარდა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

გაათავისუფლეთ თქვენი სახლი, გარემო, გონება ყოველივე ნაგვისგან, სიძველისგან, არასასურველისგან.

დაწერეთ ფურცელზე ყველა ემოცია, რომელიც რაღაც უსიამოვნოსთანაა დაკავშირებული, შემდეგ კი დაწვით.

გახსოვდეთ მზებუდობის დღეები წლის განმავლობაში საუკეთესოა საკუთარი ბედ-იღბლის კორექციისთვის.

21 დეკემბრამდე და შემდეგ სამ-სამი დღე დედამიწაზე შემოედინება უძლიერესი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც უნდა მართოთ თქვენდა სასიკეთოდ, ის ააქტიურებს ცნობიერს…

ყველაფერი ჩვენს ხელთაა!!!
ჩინეთში (ქრისტესშობამდე) ზამთრის მზებუდობა ითვლებოდა წმინდა დღესასწაულად. 25 რიცხვამდე (მზის დაბადება) წყდებოდა ვაჭრობა და სხვა საქმიანობა.

სპარსეთში ძველად იმართებოდა მითრას დღესასწაული, რომელიც ასევე 25 დეკემბერს უკავშირდებოდა.

ეგვიპტეში საუკუნეების მანძილზე რამდენიმე ღვთაების დაბადებას ზეიმობდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ წმინდა ქალწულ ისიდას, რომელმაც შვა ჰორუსი (25 დეკემბერს)

ძველ რომში 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ღვთაება სოლის (მზე) შობის დღეს.

ძველი გერმანელები ამ დღეს აღნიშნავდნენ იულის (იოლ) მზის ღვთაების დაბადებას, რომელიც, ათბობდა გაყინულ მიწას და მის ყოველ მარცვალში სიცოცხლეს აღვივებდა. ( საშობაო ლორით გამასპინძლების ჩვეულებაც სავარაუდოდ ამ დღეს უკავშირდება, ძველად ხალხი ამ გზით პატივს მიაგებდნენ ნაყოფიერების ღვთაება – ფრეირს, რომლის წმინდა ცხოველი ტახი იყო. )

ბრიტანეთსა და ირლანდიაში მაღლობზე კოცონს ანთებდნენ და სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავდნენ ამ წმინდა დღეს.

21- 25 დეკემბრის შუალედი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ დღეებად ითვლებოდა. 25 დეკემბერს კი ყველა ქვეყნის ტრადიციაში გამორჩეულად პოზიტიური მუხტი, სადღესასწაულო სული და „ხასიათი“ იგრძნობოდა.
| Print |