საზოგადოება
ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი და ქართული ესტრადის ვარსკვლავები იღებდნენ. საზეიმოდ აანთეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც. საახალწლო ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ პარკში დაიწყო, კონცერტის პარალელურად საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
პატარებისთვის მოეწყო წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით. დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ: თემურ თათარაშვილი, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები. ზეიმი ფოიერვერკით დასრულდა. საახალწლო კონცერტები

26 დეკემბერს ახალქალაქში,

28 დეკემბერს - ადიგენში,

31 დეკემბერს - ასპინძაში

5 იანვარს - ბორჯომში, ხოლო

7 იანვარს - ბაკურიანში გაიმართება.

| Print |