საზოგადოება
"მასტერი", ნათია დუმბაძე, პაატა გულიაშვილი, "ნიკოლშოუ" - ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კონცერტები ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.

გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს:
  • 28 დეკემბერი - ნათია დუმბაძე, მასტერი და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძე
  • 30 დეკემბერი - პაატა გულიაშვილი, ლაშა რამიშვილი და თაკო ვადაჭკორია
  • 4 იანვარი - გვანცა კუპატაძე და ბენდი „monkey magic“
  • 7 იანვარი - გიორგი ნიკოლაძე („ნიკოლშოუ“)
ღონისძიებები 16 საათზე, ახალციხის ცენტრალურ პარკში გაიმართება.
| Print |