საზოგადოება
ახალციხეში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კონკურსის შეჯამება გაიმართა

ახალციხეში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის შეჯამება გაიმართა. ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი საუკეთესო საპროექტო წინადადება აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, რომლებიც დაფინანსდება ჯამში 5 000 აშშ დოლარით.

პროექტები ეხმიანება საინფორმაციო ცენტრის მიზანს გაზარდოს მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ამაღლდეს მოსახლეობის ცოდნა და ინფორმირებულების დონე ნატო-სა და ევროკავშირის, ევროპული იდენტობისა და ღირებულებების, დემოკრატიული იდეების შესახებ და გაიზარდოს მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ და გაძლიერდეს მედიაწიგნიერება.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
| Print |