საზოგადოება
სადღესასწაულო პერიოდში პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაზარალდა, მათგან 9 ბავშვია
2022 წლის 31 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრის პერიოდში, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაზარალდა, მათგან 9 ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება 24 შემთხვევაში დადგა.

რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, ცენტრს დახმარებისთვის 500-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზაციის საჭიროება 128-შემთხვევაში იყო.

„სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაცული ელექტრონული ბაზის მონაცემის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში პიროტექნიკით დაზარალებულმა 39-მა მოქალაქემ ითხოვა დახმარება, აქედან 30 მოზრდილი და 9 ბავშვია. ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 24 შემთხვევაში.

ხოლო, რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, ცენტრს დახმარებისთვის მომართა 500-მა მოქალაქემ, აქედან ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 128-შემთხვევაში“,
-განმარტავენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
| Print |