საზოგადოება
როგორი მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთის გზებზე?

არამდგრადი ამინდის გამო საქართველოს მასშტაბით გზებზე პრობლემები იქმნება. წინა წლისგან განსხვავებით, წელს სამცხე-ჯავახეთში უხვი ნალექი ჯერ არ დაფიქსირებულა, შესაბამისად არც გზებზე შექმნილა შეფერხება.

ნინოწმინდის და ბორჯომის მერების ინფორმაციით, ორივე მუნიციპალიტეტი მზადაა ზამთრისთვის და უხვი ნალექისთვის. ამ ეტაპზე გზები სუფთაა, პერიოდულად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. ასევე გამოვლენილია კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დროულად მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.
| Print |