საზოგადოება
არჩილ ხოფერია უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად წავიდა
გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრა:

"შემდეგი კომენტარი ალბათ იმ ვიწრო ზოლიდან იქნება სადაც ახლა თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად..." - წერს არჩილ ხოფერია ფეისბუქზე, მისივე ვიდეოს კომენტარზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელევიზიებს მისცა.

45 წლის ჯამბულათ ხოფერია 1 დეკემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას კი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა.
| Print |