საზოგადოება
ბაზარზე არსებულ სათამაშოებში ტოქსიკური ნივთიერებები აღმოაჩინეს
2021 წლიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 77 სათამაშოს დოკუმენტური შემოწმების შემდეგ, რეალიზაცია შეუჩერდა, ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობები გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში.

უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შემოწმდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონებიდან შემოსული 8146 სათამაშო.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური შემოწმება ჩაუტარდა 45 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 130 დასახელების სათამაშოს, საიდანაც რეალიზაცია შეუჩერდა 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ განთავსებულ 77 სათამაშოს, ხოლო 4 ეკონომიკურ ოპერატორს დადასტურებული საფრთხის საფუძველზე დაევალა ბაზარზე განთავსებული 4 სათამაშოს გამოთხოვა.

გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა 28 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 71 სათამაშოს.

ვრცელი სტატია იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/3D5esQw
| Print |