საზოგადოება
საქართველოს ბანკში კარის მინები ჩაამსხვრიეს
საქართველოს ბანკის ახალციხის ფილიალში მინები ჩაამსხვრიეს. დაზიანებულია შესავლელი კარი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ჩაიდინა.
"მეცხრე არხი" მუშაობს თემაზე და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |