საზოგადოება
ვინ მიიღებს ფულად დახმარებას ახალშობილებისთვის ახალციხეში?
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახალშობილთა ოჯახებისთვის განცხადებას ავრცელებს.

"2023 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 250 ლარი;
ბ) მეორე ახალშობილისთვის – 300 ლარი;
გ) მესამე ახალშობილისთვის – 350 ლარი;
დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 400 ლარი;
ე) მეხუთე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის, წინა ახალშობილისთვის დახმარებით გათვალისწინებულ თანხის ოდენობას დაემატება 150 ლარი;

ტყუპების დაბადების შემთხვევაში ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 650 ლარი;
ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 750 ლარი;
გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 850 ლარი;
დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 1550 ლარი;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი
ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);
ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი;

ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე." - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |