საზოგადოება
მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 1.4 მილიონი ბავშვი დაზარალდა - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ოფიცრის, ადელჰაიდ მარშანგის განცხადებით, მიწისძვრისა და მისი შემდგომი ბიძგების შედეგად, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 1.4 მილიონი ბავშვი, დაზარალდა.

მისი თქმით, თურქეთს აქვს ძლიერი შესაძლებლობები, კრიზისზე რეაგირება მოახდინოს, მაგრამ მთავარი დაუკმაყოფილებელი საჭიროებები ახლავე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაჩნდება სირიის საზღვარზე, რომელიც უკვე ებრძვის მრავალწლიან ჰუმანიტარულ კრიზისს სამოქალაქო ომისა და ქოლერის ეპიდემიის გამო.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სტიქიისგან დაზარალებულ ქვეყნებში გადაუდებელი დახმარების, მათ შორის, ტრავმისა და გადაუდებელი ქირურგიისთვის საჭირო კომპლექტებს აგზავნიან და სასწრაფო სამედიცინო გუნდების ქსელს ააქტიურებენ.
| Print |