საზოგადოება
ახალციხეში, კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“- ს გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ახალციხეში, კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“- ს გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

გამარჯვებული გუნდს და მის წევრებს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. ასევე გამოვლინდა სპეციალური პრიზის მფლობელი, ახალქალაქელი ვენერა ალექსანიანი.

კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გაიმართა , პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
| Print |