საზოგადოება
ახალციხეში საქველმოქმედო აქცია "პური უფასოდ" გაიმართება
ახალციხეში საქველმოქმედო აქცია "პური უფასოდ" მეორედ გაიმართება. ინიციატივა ადგილობრივ საცხობს "მესხურ პურს" ეკუთვნის.

"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გიბრუნდებით საქველმოქმედო აქციით "პური უფასოდ".

გაცნობებთ, რომ 12 თებერვალს "ვინმე მესხის" მხარდაჭერით, "მესხური პური" აწყობს საქველმოქმედო აქციას. ამ დღეს გამოცხვება მხოლოდ თეთრი სომინი და ერთ მომხმარებელზე გაიცემა მაქსიმუმ ორი პური.

პური გაიცემა სრულიად უფასოდ. გთხოვთ გაავრცელეთ, გააზიარეთ და აცნობეთ იმ ადამიანებს ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

დანარჩენ დღეებში ფურნე იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. ძალა ერთობაშია."
- ნათქვამია საცხობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, საცხობი მდებარეობს ახალციხეში, შოთა რუსთაველის 89 ნომერში.
| Print |