საზოგადოება
ახალციხეში DMO- მ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

დღეს, 15 თებერვალს, ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის 2022 წლის ანგარიშის მოსმენა, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის განმარტებით, 2022 წელს მათი საქმიანობის ფარგლებში მოხდა სამი საერთაშორისო გამოფენის, ექვსი საინფორმაციო ტურის, რომელთაგან ოთხი უშუალოდ DMO-ს ორგანიზებით და დაფინანსებით განხორციელდა, ვიდეო-კლიპების, ბროშურების, გზამკვლევების და სხვა პროდუქტების განახორციელება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ DMO წელს პირველად წარსდგა საერთაშორისო ასპარეზზე და სამცხე-ჯავახეთის შესახებ უფრო მეტი შეიტყვეს საზღვარგარეთ გამოფენებზე.

| Print |