საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება თურქ მოსახლეობას გადაეცემა
თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა. ინფორმაციას სოფელ ჭელას მეჩეთის იმამი, ჯამბულ აბულაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მეგობრებო! თქვენს მიერ შემოწირული ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად გადაეცა ბათუმში თურქეთის საკონსულოს, სრულიად მუსლიმთა სამმართველოს თაოსნობით.

ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა დანიშნულების ადგილას დაზარალებულთა დასახმარებლად."
- წერს აბულაძე.

იმამი მადლობას უხდის ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, ასევე მედიის წარმომადგენლებს დახმარებისთვის და საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის. მისივე განმარტებით, ჰუმანიტარული ნივთების შეგროვების აქცია დასრულებულია.

ფულადი დახმარების შემოწირულება კი 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
| Print |