საზოგადოება
სკოლა-ბიზნესის ფორუმი - ახალგაზრდები და ბიზნესმენები ერთმანეთს შეხვდნენ

ბორჯომში, 15 თებერვალს, სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა. ფორუმში რეგიონის სკოლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილებდნენ. ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს გაეცნენ, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას.

მოზარდებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში.

სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამცხე-ჯავახეთში პროგრამის პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტი“.
| Print |