საზოგადოება
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია
ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ, 18:00 საათზე იქნება მსოფლიო ჩემპიონატის გახნა, მოგვიანებით კი სოფელში გასართობი ღონისძიებები დაიწყება.

„მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია. მეწარმეები უკვე ავსებენ დახლებს. ხვალ, 18:00 საათზე იქნება მსოფლიო ჩემპიონატის გახნა. ოდნავ მოგვიანებით კი აქ დაიწყება გასართობი ღონისძიებები. როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის იქნება გასართობი ზონები გამოყოფილი. ასევე, საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ ქართველი მეწარმეების პროდუქცია, ცხელი სასმელი მიირთვათ და გაერთოთ, იქნება მუსიკაც და ყველას ველოდები. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ფოლკლორი, ისე თანამედროვე მუსიკა“, - აღნიშნავს მაია ომიაძე.
| Print |