საზოგადოება
დღეს გურიაში სამი მიწისძვრა მოხდა
დღეს, 19 თებერვალს, გურიაში სამი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველი ბიძგები ოზურგეთში, დილის 05:18 საათზე დაფიქსირდა და 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მეორე 06:27 საათზე, 3,0 მაგნიტუდის, ხოლო მესამე მიწისძვრა 07:00 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.
| Print |