საზოგადოება
თურქეთ-სირიის საზღვართან 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთ-სირიის საზღვართან 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია სეისმოლოგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისქვეშა ბიძგებს კიდევ დამატებითი ნგრევა.

თურქეთში, 6 თებერვალს, გამთენიისას 4 საათზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მედიის ინფორმაციით, დანგრეულია 6 ათასზე მეტი შენობა და ნანგრევებში ათასობით ადამიანია მოყოლილი, ხოლო ათივე პროვინცია კატასტროფის ზონად არის გამოცხადებული.
| Print |