საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის პროფკავშირის სოლიდარობა ,,საირმეს" თანამშრომლებს
საირმეში გაფიცულებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონიერ ზომებს მიმართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც, მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. ისინი ხელფასების დარიცხვას და პროცესში ხელისუფლების ჩართულობას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს და აქციის მონაწილეების გარიდება სცადეს. როგორც ისინი აცხადებენ, გზის გადაკეტვა დაუშვებელია.
კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლებისთვის სოლიდარობის გამოსახატად, 26 თებერვალს, საირმეში გამართულ აქციაზე „ბორჯომის“ მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის პროფკავშირის წევრები ჩავიდნენ.

გაფიცულების თქმით, სიცოცხლის რისკის ფასად მინიმალურ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა. მათ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დახმარებას „აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი“ და მისი თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე უწევენ.

გაფიცულები მოლაპარაკების პროცესში ხელისუფლების ჩართულობას ითხოვენ. „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ. გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, სანამ გაფიცულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
| Print |