საზოგადოება
სამ მარტს დედის დღე აღინიშნება
3 მარტს, გაზაფხულის მესამე დღეს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება. თარიღი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს. დედის დღეს, დასავლეთის ქვეყნებში, 11 მაისს აღნიშნავენ.
| Print |