საზოგადოება
ახალციხეში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს
დღეს, 3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც 5 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადაეცათ.
მრავალშვილიანი დედები ოჯახებში პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ, მერის სამსახურების თანამშრომლებმა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა.

ფოტოები: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |