საზოგადოება
სოფელი კეხოვანი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხოვანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩამოინგრა და მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვიტა.

ამ დრომდე ადგილზე მუშაობს ტექნიკა. ადიგენის მერის, პირველი მოადგილის არსენ ბალახაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ტერიტორია ნაშალი მიწისგან და ქვისგან იწმინდება, ამის შემდეგ გზა ქვა-ღორღით ამოივსება და ხელახლა მოსწორდება.

მისივე თქმით, თუ გარემო ფაქტორებმა ხელი არ შეუშალა მუშებს, აღდგენით სამუშაოებს მინიმუმ ორი დღე მაინც დასჭირდება. მანამდე კი სოფელი კეხოვანი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
| Print |