საზოგადოება
ქართული ოცნების დეპუტატი ახალქალაქში ჩიტის ბუდეებს აშენებს
ახალქალაქში, საკრებულოს დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აღვან აბაჯიანმა ჩიტების ექვსი საბუდარი გააკეთა და ქალაქის ცენტრალურ პარკში განათავსა. ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ,,პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ის ადამიანია, რომელიც ზრუნავს ქალაქისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამის ერთ-ერთი გზა კი არის პირობების შექმნა ქალაქის პარკში ჩიტების მოსაზიდად. ზუსტად ასე მოიქცა დეპუტატი აღვან აბაჯიანი, რომელმაც დამოუკიდებლად ააშენა 6 ჩიტების საბუდარი და ქალაქის ცენტრალურ პარკში განათავსა.
ფრინველის ბუდე არის მარტივი ხის ყუთები, სადაც მრავალი სახეობის ფრინველი ბუდობს. ისინი ემსახურებიან ფრინველების უსაფრთხო ბუდეებს და ხელს უწყობენ ურბანული ბაღის ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებას. ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩიტების ბუდეების განთავსება ბუნებასა და გარემოზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითია. ის ასევე ხელს უწყობს უფრო მეტი ფრინველის მოზიდვას საქალაქო პარკში, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს მისი ეკოლოგიური მდგომარეობა და უფრო მიმზიდველი გახადოს მისი მონახულება"
- წერია ოფიციალურ გვერდზე.
გარდა ამისა, ,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ,,ჩიტების ბუდების დაყენება არის მარტივი და ხელმისაწვდომი გზა ურბანული საზოგადოების ჩართვის ბუნებასა და გარემოზე ზრუნვაში. დეპუტატმა აღვან აბაჯიანმა აჩვენა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს ჯანსაღი და ეკოლოგიურად სტაბილური გარემოს შექმნაში.
ამრიგად, ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩიტების ბუდების დაყენება შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა იზრუნონ ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე. ის ასევე ხელს უწყობს საქალაქო პარკის ეკოსისტემის დაბალანსებას, ჩიტების გალობის მოსმენას და უფრო მეტ ფრინველს იზიდავს ამ მწვანე სივრცეში, რაც უფრო მიმზიდველს და სასიამოვნოს ხდის პარკში დასვენებას"
.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 27 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე «ქართული ოცნების» პარტიამ აღვან აბაჯიანი წარადგინა. სხდომაზე დეპუტატებმა ახალი დეპუტატის უფლებამოსილება აღიარეს, რომელიც ახალქალაქის სერვისცენტრში მუშაობს. ცვლილებები მოხდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური საკითხების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიაში, სადაც აღვან აბაჯიანი შევიდა.
| Print |