საზოგადოება
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
| Print |