საზოგადოება
აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ჯავახეთს სტუმრობს
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ახალქალაქს ეწვია. დიპლომატმა ვიზიტი ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლიდან დაიწყო, რომელიც ქალაქში ერთადერთი ქართულენოვანი სკოლაა. მასში 205 მოსწავლე სწავლობს.

დღესვე კელი დეგნანმა ადგილობრივებთან ერთად ამერიკული თარო გახსნა, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები.

აშშ-ს ელჩის ვიზიტი ჯავახეთში გრძელდება.
| Print |