საზოგადოება
ახალციხეში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ი გაიხსნება
ახალციხეში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, „ახალციხე ინნ“ იხსნება. როგორც “Inn ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, სასტუმრო ზაფხულში გაიხსნება, და ივლისიდან ჯავშნები უკვე მიღებულია.

„ჯავშნები გვაქვს ისრაელიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან არის დაინტერესება. სასტუმრო 115-ნომრიანია და ინვესტიცია ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის“, - თქვა კოკაიამ.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო რიგით მე-7-ეა და გეგმებიც კიდევ აქვთ, თუმცა ის მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

„ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზებთ 5-ვარსკვლავიან სერვისს, ეს იქნება აუზი, საუნა, ჯაკუზი, სამასაჟე ოთახები, ორი საკონფერენციო ოთახი, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებსაც მოვემსახუროთ. გვექნება რესტორანი, გარე სტუმრებისთვისაც. ასევე გვაქვს გასართობი ოთახები, საბილიარდო და ა.შ.“
, - განაცხადა კოკაიამ.
| Print |