საზოგადოება
"ქართველ ხალხს მტკიცედ აქვს გაკეთებული საკუთარი არჩევანი და ეს არჩევანი არის ევროპული" - კელი დეგნანი

"მე ვიცი, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებშიც ხალხი გამოვიდა ქუჩაში და მტკიცედ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია "აგენტების კანონთან" დაკავშირებით. ქართველ ხალხს მტკიცედ აქვს გაკეთებული საკუთარი არჩევანი და ეს არჩევანი არის ევროპული"
- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ახალქალაქში "ამერიკის თაროს" გახსნის დროს განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობამ მოისმინა ხალხის სათქმელი და უკან გაიწვია აღნიშნული კანონპროექტი.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მათი საჭიროებები აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში.

დეგნანმა რეგიონში არსებულ ენჯეოებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან აქტიურებია არიან, მათ კარგად იციან თავიანთი თანაქალაქელების თუ ახლობლების საჭიროებები და მოტივირებულად ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას, რაც ელჩის თქმით მასზე შთაბეჭდილებას ახდენს.
| Print |