საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში კიდევ სამი მსხვილი სასტუმროს გახსნა იგეგმება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში 22 მსხვილი სასტუმროს გახსნა არის დაგეგმილი, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობაც 3,449 ნომერი იქნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, დაგეგმილ ობიექტებს შორისაა ბიძინა ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები - თაბორის სასტუმრო, რომელსაც 183 ნომერი უნდა ჰქონდეს და 2023 წელს უნდა გაიხსნას, ასევე 220-ნომრიანი „პარაგრაფი“ თავისუფლების მოედანზე.
დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისსა და ბათუმში შენდება.

მომდევნო წლებში ქვეყანაში შემდეგი სასტუმროები გაიხსნება:
  • Babylon Tower - ბათუმი, გახსნის თარიღი 2025 წელი, ოთახების რაოდენობა 168,
  • Radisson Blu Gudauri — გუდაური 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 157,
  • Swiss-Belhotel - ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 186,
  • Holiday Inn Express - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 110,
  • Hilton Tbilisi - თბილისი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 200,
  • Tabori Ridge Recreation & Golf Resort - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 183,
  • Best Western Plus Likani Resort - ბორჯომი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 60,
  • Paragraph Welness Resort and Spa Abastumani - აბასთუმანი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,
  • Autograph Collection Signagi - სიღნაღი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 130,
  • Offices & Hotels at Erekle II Square - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,
  • Paragraph Resort Ganmukhuri - განმუხური 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 160,
  • Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi - ბათუმი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 120,
  • Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill - თბილისი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 177,
  • Marriott Autograph Collection-Panorama Sololaki -თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 210,
  • Paragraph Hotel Freedom Square -თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 220,
  • Hotel Sololaki Hills — თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 190,
  • Swissotel - თბილისი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 150,
  • Royal Abastumani - აბასთუმანი 2024 წელი, ოთახების რაოდენობა 220,
  • Ibis Hotel Tskaltubo -წყალტუბო 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 149,
  • Radisson Racha - ონი(უწერა) 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 85,
  • Ibis Style Batumi - ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 107,
  • Novotel Living Batumi - ბათუმი 2023 წელი, ოთახების რაოდენობა 167.
| Print |