საზოგადოება
ბორჯომში, ქუჩაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ბორჯომში დღეს, 5 აპრილს ქუჩაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას "ტელეკომპანია ბორჯომი" ავრცელებს.

36 წლამდე კაცი ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. როგორც მორიგე ექიმი ამბობს, კაცი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს სამედიცინო ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
| Print |