საზოგადოება
2027 წლისთვის მსოფლიოში 14 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება
2027 წლისთვის მსოფლიო დამსაქმებლები 69 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას და 83 მილიონის შემცირებას გეგმავენ. ინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გავრცელდა, რომელსაც წინ 800-მდე საერთაშორისო კომპანიის გამოკითხვა უძღოდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამუშაო ადგილების წმინდა დანაკარგი 14 მილიონი ანუ მიმდინარე დასაქმების 2% იქნება. სამუშაო ადგილების შექმნაზე დადებითად იმოქმედებს განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა, შემცირებაზე კი - ეკონომიკური ზრდის შენელება და გაზრდილი ინფლაცია.

ეკონომიკური ფორუმის პროგნოზის მიხედვით, ერთი მხრივ, შემდეგი დარგის სპეციალისტების - მონაცემთა ანალიტიკოსების, მანქანური სწავლებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების დასაქმება ხუთ წელიწადში საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.

მეორეს მხრივ კი სამსახურს მდივნები ან მონაცემების კომპიუტერებში შეყვანის თანამშრომლები დაკარგავენ. ჯამში საუბარია 26 მილიონ სამუშაო ადგილზე.

ფორუმზე ხაზგასმით ითქვა, რომ ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ბიზნესთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების 34%-ს. 2020 წელთან შედარებით, მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა. დამსაქმებლები ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებენ მის შემდგომ ზრდას. კვლევის მიხედვით, 2027 წლისთვის, ამოცანების 42% ავტომატიზირებული იქნება - 2020 წელს კი მოსალოდნელი იყო, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 47%-ს მიაღწევდა.

საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა მარტის ბოლოს გამოაქვეყნა ანგარიში , რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს 300 მილიონი სამუშაო ადგილის ექვივალენტი. ბანკის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტი ადმინისტრაციულ სექტორში დავალებების შესრულებას 46%-მდე და იურისპრუდენციაში 44%-მდე შეძლებს. თუმცა, სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის ავტომატიზირება ან ტექნიკური მომსახურება მხოლოდ 6-4%-ით იქნება შესაძლებელი.
| Print |