საზოგადოება
ადიგენელი თორნიკე აკოფაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

8 მარტს, ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული, ადიგენის სოფელ არალში მცხოვრები თორნიკე აკოფაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-1 მუხლით ჩადენილ დანაშაულში ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. თორნიკე აკოფაშვილი ყოფილი ჯარისკაცია, ის უკრაინაში 10 თვის განმავლობაში იბრძოდა, საქართველოში კი გასული წლის დეკემბერში დაბრუნდა.
| Print |