საზოგადოება
სილამაზის სალონი ,,Queen “-ი შეჭირვებულ მოსწავლეებს საბანკეტოდ უფასოდ მოემსახურება
სილამაზის სალონი ,,Queen “-ი შეჭირვებულ მოსწავლეებს საბანკეტოდ უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია სალონის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

"მოგესალმებით! სილამაზის სალონი ,,Queen “ -ი უფასოდ მოემსახურება სოციალურად გაჭირვებულ მოსწავლეებს საბანკეტოდ. ჩვენ მათ ვთავაზობთ უფასოდ გაიკეთონ სასურველი ვარცხნილობა, მაკიაჟი, ფრჩხილის მოვლის პროცედურა. ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე.
  • სტილისტები - ნატა თათეშვილი, გაიანე ოგანესიანი და რიმა ოგანესიანი
  • მაკიაჟი - ნატალია სანდაძე
  • ფრჩხილის მოვლა - ინგა გრიგორიანი
მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა, გთხოვთ დროულად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში"
- ნათქვამია სილამაზის სალონის მიერ გავრცელებულ პოსტში.
| Print |