საზოგადოება
საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? მოქალაქეთა 15% ფიქრობს, რომ მოსალოდნელია; ხოლო 82%–ის აზრით არ არის მოსალოდნელი.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 17-23 მარტს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
| Print |