საზოგადოება
ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული
2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს შემთხვევებს, როცა ერთ პირს ნერვული სისტემით ავადმყოფობის ფაქტი რამდენჯერმე დაუფიქსირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 3137.6-ს შეადგენს.
| Print |