საზოგადოება
სოფელ ნაქალაქევში 28 წლის ახალგაზრდას მდინარეში ეძებენ
დაკარგული ახალგაზრდა, თვითმხილველების ინფორმაციით, მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც სავარაუდოდ, წყალში ჩავარდა.

28 წლის მამაკაცი, საქონლის სამწყემსად მიდიოდა, ბოლოს ის ვარძიის სამარშრუტო ტაქსიდან ჩასული მდინარის ნაპირთან ნახეს. მათი ვარაუდით, ბიჭს მოკლე გზით, მეორე მხარეს გადასვლისას ფეხი დაუცდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა. ადგილზე ნაპოვნია მისი ჩანთა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მტკვარზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. სამაშველო სამუშაოებში ეკიპაჟთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
| Print |