საზოგადოება
გიმზერ კაველიძის ძებნა გრძელდება
მეორე დღეა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში 28 წლის მამაკაცს ეძებენ.

გიმზერ კაველიძე 5 მაისს, ბოლოს ავტობუსის გაჩერებასთან ნახეს. ახალგაზრდა კაცი ორ მწყემსთან ერთად სამწყემსურში მიდიოდა.

თმოგვის ციხესთან მისი ჩანთა მოგვიანებით ნახეს, რის გამოც კაველიძის ძებნა მდინარე მტკვარში დაიწყეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პირუტყვთან მისასვლელად ბოგირზე დაკიდებული კალათით მეორე ნაპირზე უნდა გადასულიყო, თანასოფლელების ვარაუდით, სწორედ ამ დროს ჩავარდა წყალში. 

,,დღეს, დაახლოებით 500 მეტრის რადიუსში, გიმზერის ქურთუკი და ტელეფონი ნახეს. ის შანსი, რომ ცოცხალი შეიძლება იყოს, სულ უფრო მცირდება. მაშველებთან ერთად სოფლის ხალხიც გასულია და ეძებს"- აღნიშნა მეცხრე არხთან ნაქალაქევის რწმუნებულმა თამაზ მაღრაძემ.

სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივებთან ერთად ჩართულია შსს და საგანგებო სიტუაციების სამსახური. დღეს ძებნა უკვე ასპინძის გარდა, ახალციხისა და ბორჯომის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.
| Print |